02.12.2022

სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი

სამშენებლო კომპანია "ადლი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ერისთავის 1ა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
** Autocad და Archicad ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა (მოცულობის, რაოდენობის, საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა და ა.შ);
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
** განსახორციელებელი პროექტების ხარჯთაღრიცხვის ერთეული ფასების ანალიზი, მათი შესაბამისობის დადგენა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და საბაზრო ფასებთან;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30 დეკემბერი, 2022 წ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.adli.ge/ka

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV

CV-ს ატვირთვა

Adli banner
Adli banner