22.03.2023

უსაფრთხოების მენეჯერი

სამშენებლო კომპანია „ადლი“ 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, ,მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

სამშენებლო კომპანია „ადლი“ აცხადებს ვაკანსიას -  უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ. #1ა.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები: 

  • სამუშაო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი;

  • სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების რისკების შეფასება;

  • კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოების მონიტორინგი;

  • კომპანიის სათავო ოფისსა და სამშენებლო ობიექტებზე წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მონიტორინგი;

  • სამშენებლო ობიექტების, საწყობის მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ინვენტარიზაციების ხელმძღვანელობა;

  • კომპანიის საწყობში პროდუქციის მიღების/გაშვების სისწორის კონტროლი;

  • სამშენებლო ობიექტების ინსპექტირებების ჩატარება შიდა მოთხოვნების საფუძველზე.

  • უსაფრთხოების განყოფილების ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა/კონტროლი;

  • თანამშრომელთა მიერ სამუშაო პროცესში უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების, მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირება და ადექვატური რეაგირება;

  • აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრისთვის ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება;

  • თანამშრომლების მიერ წესრიგისა და ქცევის ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.

  • კონფლიქტური სიტუაციების და ინციდენტების აღკვეთა.

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება;

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამშენებლო /ამწე მოწყობილობების მიმართულებით);

  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

  • ინგლისური ან რუსული ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;

  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;

  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20 აპრილი, 2023 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.adli.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !

 

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება  6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV

CV-ს ატვირთვა

Adli banner
Adli banner