დაგვიტოვეთ ნომერი და დაგიკავშირდებით
24.06.2025

UG-ის სტუდენტების ვიზიტი ადლის სამშენებლო ობიექტზე

UG-ის სტუდენტების ვიზიტი ადლის სამშენებლო ობიექტზე

კომპანია ადლის სამშენებლო მოედანზე, შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა გუგა კალანდაძემ და პროექტ მენეჯერმა ირაკლი გაბაიძემ  საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს.

საინფორმაციო-პრაქტიკული ხასიათის ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტები, სამშენებლო მოედანზე მუშაობის სპეციფიკას, უსაფრთხოების აუცილებელი ნორმების დაცვის პრინციპებს, სამშენებლო მასალების შერჩევის კრიტერიუმებსა და იმ თანამედროვე სისტემებს გაეცნენ, რომელსაც ადლი მშენებლობისას იყენებს (კედლების და სვეტების საყალიბე  სისტემა HANDSET ALPHA და  გადახურვის ყალიბი ALPHADECK).

გუგა კალანდაძის შეფასებით, საკმაოდ ნაყოფიერი ვიზიტი შედგა:

“თეორიული ცოდნა, რომელსაც სტუდენტები უნივერსიტეტში იღებენ პრაქტიკული მაგალითების გარეშე არასრულია, შესაბამისად,  ვფიქრობ აღნიშნული სახის ვიზიტები პოზიტიურ წვლილს შეიტანს მათ კარიერულ განვითარებაში”.

ობიექტზე ვიზიტი, ასევე, პოზიტიურად შეაფასა მეორე კურსის სტუდენტმა, გენო საჯაიამ:

„ობიექტზე  გავეცანით მშენებლობის ეტაპებს და პროცესში მონაწილეობაც მივიღეთ, ვფიქრობ, მსგავსი ვიზიტები დაგვეხმარება პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებასა და პროფესიული წინსვლაში“.

Adli banner
Adli banner